რეკომენდაცია
მეტალოკრამიტის მონტაჟისას და მისი ექსპლუატაციისას რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს
შემოწმება: | ზომები: |
საღებავის მდგომარეობა, ფერის შესაძლო ცვლილება, დასკდომა ან საფარის განშვრევება. |
ფურცლის ზედაპირის მდგომარეობა განსაზღვრავს შემდეგი ზომების მიღების აუცილებლობას: სარეცხელა, გასუფთავება, დაჟანგული ქუსლებისა და ფურცლის წიბოების დამუშავება, გადაღებვა ან საჭიროების შემთხვევაში, ახლიდან შეღებვა. |
ნაგავი წყალსადინრებში, დანაგვიანებულ ღარებში ვითარდება კოროზია და ამის შედეგად შესაძლოა მოხდეს გაჟონვა. |
გაასუფთავეთ წყალსადინარი ნაგვისაგან, რომელიც იჭერს ნესტს და შეუძლია განავითაროს კოროზია. |
ფურცლის ზედაპირის დანაგვიანება, გაჭუჭყიანება ავითარებს კოროზიის გაჩენის საფრთხეს. |
სახურავის ზედაპირი გაწმინდეთ ნაგვისგან რბილი მუსით ან ნეიტრალური სარეცხი საშუალებით და დააცადეთ კარგად გაშრობა. |
ფურცლის საფარის შესაძლო დაზიანებები: ნაკაწრები და შენატლეჟები. |
აირჩიეთ რემონტი, ახლიდან შეღებვა ან ფურცლის გამოცვლა. საჭიროა დადგინდეს დაზიანების ხასიათი. |
სამაგრები, ტკეჩები, ჭრისა და ბურღვის ნათალი და ფურცლის ზედაპირზე დატოვებული მეტალის საგნები იწვევენ კოროზიას. |
გაასუფთავეთ ფურცლის ზედაპირი მეტალის საგნებისაგან და დაამუშავეთ შესაძლო ნაკაწრები საღებავით. შეცვალეთ არაწესივრული სამაგრები. |
არასწორი მონტაჟი ან მიმაგრება, მონტაჟის ინსტრუქციასთან შეუსაბამობა, შესაძლოა გახდეს გაჟონვის ან კოროზიის მიზეზი.
|
თუ კუთხვილი დაზიანებულია, შეცვალეთ დიდი ზომის სჭვალებით. |
ფერდის კიდეების, ფურცლების პირაპირებისა და გაუჭრელი ფურცლების ნაწიბურების კოროზია. კოროზიის გავრცელებას ხელს უწყობს დაუმუშავებელი კიდეები. | გულდასმით დაამუშავეთ მეტალის კიდეები და შემდეგ შეღებეთ. |