რეკომენდაცია

მეტალოკრამიტის მონტაჟისას და მისი ექსპლუატაციისას რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს

                      შემოწმება:                         ზომები:
საღებავის მდგომარეობა, ფერის შესაძლო ცვლილება, დასკდომა ან საფარის განშვრევება.  

ფურცლის ზედაპირის მდგომარეობა განსაზღვრავს შემდეგი ზომების მიღების აუცილებლობას: სარეცხელა, გასუფთავება, დაჟანგული ქუსლებისა და ფურცლის წიბოების დამუშავება, გადაღებვა ან საჭიროების შემთხვევაში, ახლიდან შეღებვა.

ნაგავი წყალსადინრებში, დანაგვიანებულ ღარებში ვითარდება კოროზია და ამის შედეგად შესაძლოა მოხდეს გაჟონვა.  

გაასუფთავეთ წყალსადინარი ნაგვისაგან, რომელიც იჭერს ნესტს და შეუძლია განავითაროს კოროზია.

ფურცლის ზედაპირის დანაგვიანება, გაჭუჭყიანება ავითარებს კოროზიის გაჩენის საფრთხეს.  

სახურავის ზედაპირი გაწმინდეთ ნაგვისგან რბილი მუსით ან ნეიტრალური სარეცხი საშუალებით და დააცადეთ კარგად გაშრობა.

ფურცლის საფარის შესაძლო დაზიანებები: ნაკაწრები და შენატლეჟები.  

აირჩიეთ რემონტი, ახლიდან შეღებვა ან ფურცლის გამოცვლა. საჭიროა დადგინდეს დაზიანების ხასიათი.

სამაგრები, ტკეჩები, ჭრისა და ბურღვის ნათალი და ფურცლის ზედაპირზე დატოვებული მეტალის საგნები  იწვევენ კოროზიას.  

გაასუფთავეთ ფურცლის ზედაპირი მეტალის საგნებისაგან და დაამუშავეთ შესაძლო ნაკაწრები საღებავით. შეცვალეთ არაწესივრული სამაგრები.

 

არასწორი მონტაჟი ან მიმაგრება, მონტაჟის ინსტრუქციასთან შეუსაბამობა, შესაძლოა გახდეს გაჟონვის ან კოროზიის მიზეზი.

 

თუ კუთხვილი დაზიანებულია, შეცვალეთ დიდი ზომის სჭვალებით.
ფერდის კიდეების, ფურცლების პირაპირებისა და გაუჭრელი ფურცლების ნაწიბურების  კოროზია. კოროზიის გავრცელებას ხელს უწყობს დაუმუშავებელი კიდეები. გულდასმით დაამუშავეთ მეტალის კიდეები და შემდეგ შეღებეთ.