მონტაჟი
ნაწილი: | გამოსაყენებელი აქსესუარები: |
1. კეხი | კეხის თამასა – ფასონური, მოყვანილი, რბილი და შემჭიდროება |
2. კარვისებრი კეხი | კეხის თამასა – ფასონური, მოყვანილი, რბილი და ირიბი შემჭიდროება |
3. შენაღარი | შენაღარი და შენაღართან შემჭიდროება |
4. ლავგარდანი, კარნიზი | ლავგარდანის, კარნიზის თამასა და თამასასთან შემჭიდროება |
5. ფრონტონი | ფრონტონის თამასა |
6. სახურავის გადაბმა | მისაწებებელი თამასა |
7. სახურავის გადაბმა | მისაწებებელი თამასა და შეერთების შემჭიდროება, დაწებება |
8. ზედა ლავგარდანი, კარნიზი | ფრონტონის თამასა და კეხთან შემჭიდროება, მიწებება |
9. ჰორიზონტალური პირგადადება | შემამჭიდროებელი თამასა დამრეცი ქანობიანი სახურავისათვის |
10. ვერტიკალური პირგადადება | შემამჭიდროებელი თამასა დამრეცი ქანობიანი სახურავისათვის |
1. ფურცლის სიგრძედ, როგორც წესი, ითვლება ქანობის სიგრძე. თუ სახურავის ქანობზე არის შვერილები, მაშინ აუცილებელია მხედვალობაში ვიქონიოთ ბიჯი (350 მმ), იმისათვის რომ სხვა სიგრძის ფურცლებზე გადადების ადგილები დაემთხვეს მეტალოკრამიტის ნახატს ანუ პროფილის ფორმას.
2. თუ ქანობს აქვს საფეხუროვანი ფორმა ან ქანობის სიგრძე 6მ-ზე მეტია, მაშინ სახურავის მონტაჟისას შესაძლებელია სხვადასხვა სიგრძის ფურცლების გამოყენება. ქანობის ორი ან მეტი ფურცლით გადაფარვისას, უნდა ავზომოთ და გავითვალისწინოთ 130 მმ-იანი პირგადადება. გამონაკლის შემთხვევებში, ფურცლების დაკვეთისას აუცილებელია შევატყობინოთ დამატებითი პირგადადების შესახებ.
3. ფურცლების ქვეშ უნდა დაიგოს და დამაგრდეს ქვედა ჰიდროსაიზოლაციო ფენილი, რომელიც დაბრკოლებას უქმნის წყლის კონდენსატის მოხვედრას სახურავის კონსტრუქციაში. ფენილს შლიან და აგებენ პირგადადებით კეხის მიმართულებით, ლავგარდანის თამასის დასაწყისიდან. ფენილს ამაგრებენ ნივნივებზე, მაგალითად, მოქლონვით. ნივნივების პირგადადება უნდა იყოს საშუალოდ 150 მმ. არ დაჭიმოთ ფენილი ნივნივებით, დატოვეთ დაახლოებით 20-30 მმ სითალხნე თავისუფალი ჩაღუნვისთვის. კავისებრი კეხის ორივე მხარეს გაჭიმეთ ფენილი 150 მმ-ზე მეტი გადანაკეცით. ფენილი გაჭიმეთ ლავგარდანის კიდულის არეში, ისე რომ კონდესატი არ წვეთავდეს კედლის კონსტრუქციაზე, და ისე რომ ჰაერის ნაკადს დაუბრკოლებლად შეეძლოს გავლა ფენილის ზემო მხარეს. ფრონტონული კიდულის არეში: ფენილი გაჭიმეთ 200 მმ სიგრძის დაშორებით კედლის კონსტრუქციის ბოლო წერტილიდან, ვიდრე ფრონტონის თამასამდე. მოლარტყვას აჭედებენ ან აკრავენ ჰიდროსაიზოლაციო ფენილის ზედა მხარეს (ფოცრის მინ. სისქე 32×50 მმ).
1. მეტალოკრამიტი, 2. კონტრ მოლარტყვა, 3. მოლარტყვა, 4. ჰიდროიზოლაცია, 5. ლავგარდანი, 6. საწყისი მოლარტყვა, 7. ნივნივა